თანხმობა

ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და თანხმობას აცხადებთ, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე შპს „ჰიტეკო ჯგუფი“-ს მიერ, კანდიდატის შესაბამისობის შეფასების მიზნით, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებით.

დამუშავება განხორციელდება "საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"- ს მოთხოვნათა სრული დაცვით და მოიცავს თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემების შეგროვებას, ჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, დაზუსტებას, გამოყენებასა და, საჭიროების შემთხვევაში, გამჟღავნებას მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც უფლებამოსილნი არიან აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებაზე.

შპს „ჰიტეკო ჯგუფი“ უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოების სათანადო ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, რათა დაცული იყოს მონაცემები არასანქცირებული წვდომისგან, დაკარგვისგან ან უკანონო დამუშავებისგან.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება განაცხადის მიღებიდან 1 (ერთი) წლის ვადით, რის შემდეგაც ისინი წაიშლება ან განადგურდება, თუ მათი შემდგომი შენახვა არ არის მოთხოვნილი მოქმედი კანონმდებლობით.

როგორც მონაცემთა სუბიექტს, თქვენ უფლება გაქვთ:

მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე
მოითხოვოთ მონაცემთა გასწორება, განახლება ან დამატება
მოითხოვოთ მონაცემთა წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში
გამოიხმოთ თანხმობა ნებისმიერ დროს, რაც არ იმოქმედებს თანხმობის გამოხმობამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე,მიმართოთ შესაბამის ზედამხედველ ორგანოს, დარღვევის შემთხვევაში.

თქვენი უფლებების რეალიზაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: info@hiteco.ge