სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
01-06-2026 - 01-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

"ჰიტეკო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას “სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის” პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

სამუშაო ადგილი - თბილისი

ანაზღაურება: შეთანხმებით(კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

„ჰიტეკო ჯგუფი“ ეძებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამშენებლო საქმეთა მწარმოებელს (პრარაბს), რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების სრულ ორგანიზებასა და მართვაზე, ხარისხის კონტროლზე, სამუშაო გრაფიკის შესრულებაზე, ადამიანური და მატერიალური რესურსების ეფექტურ მართვაზე.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატის პრაქტიკული გამოცდილება არა მხოლოდ კონსტრუქციული, არამედ არქიტექტურული სამუშაოების მიმართულებით, რადგან კომპანიის პროექტები ხორციელდება მაღალი ხარისხის სტანდარტებისა და მკაცრი მოთხოვნების მქონე დამკვეთებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • სამუშაოთა შესრულების უზრუნველყოფა დადგენილი ვადების, ბიუჯეტისა და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად;
  • არქიტექტურული სამუშაოების ხარისხის ყოველდღიური კონტროლი;
  • სამშენებლო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
  • ქვეკონტრაქტორების, ბრიგადებისა და ობიექტზე დასაქმებული პერსონალის კოორდინაცია;
  • თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ტაბელი და სხვა);
  • სამშენებლო მასალების მოთხოვნის, რაოდენობისა და სპეციფიკაციის სისწორის კონტროლი;
  • მატერიალური რესურსების ეფექტური გამოყენებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკურ ზედამხედველობასთან და დამკვეთთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით;
  • სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
  • კონსტრუქციული და არქიტექტურული პროექტების წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
  • სამშენებლო ტექნოლოგიებისა და მასალების საფუძვლიანი ცოდნა;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები

  • ძლიერი ლიდერული და მენეჯერული უნარები;
  • დამკვეთთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგულება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხისადმი განსაკუთრებული ყურადღება;
  • პრობლემების სწრაფად ანალიზისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!