სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
„ჰიტეკო ჯგუფი“ ფუნქციონირებს 2018 წლიდან და ეწევა სამშენებლო საქმიანობას.
ჩვენი მთავარი მიზანია, პროფესიონალი და ორგანიზებული გუნდის მეშვეობით, ყველა პროექტი შესრულდეს უმაღლესი ხარისხით და შეთანხმებულ ვადებში.
პოზიციის ძირითადი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
* სამშენებლო პროექტის დოკუმენტაციისა და ნახაზების წაკითხვა და გაანალიზება;
* სამუშაოების მოცულობისა და ეტაპების განსაზღვრა;
* სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ვადების კონტროლი;
* სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური მართვა და კოორდინაცია;
* სამუშაოების ხარისხისა და შესრულების ვადების კონტროლი;
* სამშენებლო ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია;
* საჭირო მასალებისა და რესურსების დაგეგმვა;
* პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
* წარმოქმნილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* სამშენებლო სფეროში პროექტების მართვის გამოცდილება;
* სამშენებლო პროექტებისა და ნახაზების წაკითხვის უნარი;
* სამუშაოების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
* გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.