სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
„ჰიტეკო ჯგუფი“ ფუნქციონირებს 2018 წლიდან და ეწევა სამშენებლო საქმიანობას.
ჩვენი მთავარი მიზანია, პროფესიონალი და ორგანიზებული გუნდის მეშვეობით, ყველა პროექტი შესრულდეს უმაღლესი ხარისხით და შეთანხმებულ ვადებში.
პოზიციის ძირითადი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- სამშენებლო და მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი შემოწმება და შეთანხმება;
- ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა კონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მართვა;
- კომპანიის ინტერესების დაცვა კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას;
- პრეტენზიების, ოფიციალური წერილების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ადმინისტრაციული საკითხების წარმოება;
- საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა და კომპანიის წარმომადგენლობა;
- სასამართლო და დავის წინარე წარმოების პროცესებში კომპანიის ინტერესების დაცვა;
- შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და საკითხების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- კომპანიის შიდა დოკუმენტაციის მომზადება და სამართლებრივი მოწესრიგება;
- მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივი რისკების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- კომპანიის ხელმძღვანელობისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ხელშეკრულებების მომზადებისა და სამართლებრივი ანალიზის კარგი ცოდნა;
- სასამართლო დავების წარმოების გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები;
- ინგლისური, რუსული ენების ცოდნა.