სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომელის პოზიციაზე. (1 ობიექტი
კომპანიის შესახებ:
„ჰიტეკო ჯგუფი“ ფუნქციონირებს 2018 წლიდან და ეწევა სამშენებლო საქმიანობას.
ჩვენი მთავარი მიზანია, პროფესიონალი და ორგანიზებული გუნდის მეშვეობით, ყველა პროექტი შესრულდეს უმაღლესი ხარისხით და შეთანხმებულ ვადებში.
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- ლოკაცია: თბილისი
- ანაზღაურება: 2000 (NET)
ძირითადი მოვალეობები:
- სასაწყობე პროცესების დაგეგმვა
- მასალების მიღების, გაცემის, გადაადგილებისა და აღრიცხვის პროცესების მართვა
- სასაწყობე დოკუმენტაციისა მართვა
- მარაგების კონტროლი
- სამშენებლო ობიექტების ხელმძღვანელებთან და პროექტის მენეჯერებთან კოორდინაცია
- აღრიცხვის სისტემის (Excel / პროგრამული უზრუნველყოფა) მართვა
- დანაკარგების, დაზიანებებისა და არამიზნობრივი გამოყენების პრევენცია
- პერიოდული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასაწყობე სფეროში მუშაობის გამოცდილება
- სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება
- პროცესების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და სისტემების შექმნის უნარი
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- Excel-ის ან სხვა აღრიცხვის სისტემების ცოდნა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი სხვადასხვა გუნდთან