სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებელის პოზიციაზე.

 

კომპანიის შესახებ:

„ჰიტეკო ჯგუფი“ ფუნქციონირებს 2018 წლიდან და ეწევა სამშენებლო საქმიანობას.

ჩვენი მთავარი მიზანია, პროფესიონალი და ორგანიზებული გუნდის მეშვეობით, ყველა პროექტი შესრულდეს უმაღლესი ხარისხით და შეთანხმებულ ვადებში.

 

პოზიციის ძირითადი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:00.
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

 

ძირითადი მოვალეობები

  • სამშენებლო სამუშაოების სრული ორგანიზება და მართვა ობიექტზე;
  • სამუშაოების შესრულების კონტროლი საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
  • სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და ტექნოლოგიური პროცესების მკაცრი კონტროლი;
  • მუშების, ხელოსნებისა და ქვეკონტრაქტორების სამუშაოს ორგანიზება და კონტროლი;
  • სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და დავალებების განაწილება;
  • სამშენებლო მასალებისა და საჭირო რესურსების დროული მოთხოვნა;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და კონტროლი;
  • პროექტის, ნახაზებისა და სპეციფიკაციების სწორად წაკითხვა და პრაქტიკაში გამოყენება;
  • დამკვეთთან, ინჟინრებთან, არქიტექტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან კოორდინაცია;
  • სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ობიექტზე გამოვლენილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
  • ხელმძღვანელობისთვის შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშგება.

აუცილებელი მოთხოვნები

  • საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო პროცესების სრულად და პრაქტიკულად ცოდნა;
  • სამუშაო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
  • მუშა-ხელისა და ქვეკონტრაქტორების ეფექტურად მართვის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • სამუშაოს ვადების მკაცრად დაცვის უნარი;
  • სამშენებლო უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნა.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!