ფინანსური მენეჯერი
21-08-2026 - 21-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

"ჰიტეკო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსია ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე

კომპანია: ჰიტეკო ჯგუფი
სექტორი: სამშენებლო
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

 

ჰიტეკო ჯგუფის შესახებ:

ჰიტეკო ჯგუფი არის დინამიურად განვითარებადი სამშენებლო კომპანია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტებს.

ჩვენ ვეძებთ ძლიერ ფინანსურ პროფესიონალს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას კომპანიისა და მიმდინარე სამშენებლო პროექტების ფინანსურ დაგეგმვაზე, ანალიზსა და კონტროლზე.

ეს პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ფინანსური მონაცემების დამუშავება, არამედ მონაცემების საფუძველზე ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ფინანსური რისკების წინასწარ იდენტიფიცირება და პროექტების მომგებიანობის მართვა.

ძირითადი მოვალეობები :

  • კომპანიისა და მიმდინარე სამშენებლო პროექტების ფინანსური დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შესრულების კონტროლი;
  • პროექტების ბიუჯეტების, ფაქტობრივი დანახარჯებისა და პროგნოზირებული ხარჯების რეგულარული ანალიზი;
  • ბიუჯეტთან მიმართებით არსებული გადახრების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და მაკორექტირებელი ღონისძიებების ინიცირება;
  • სამშენებლო მასალების, მომსახურებებისა და კონტრაქტორების ხარჯების ფინანსური კონტროლი და ეფექტიანობის შეფასება;
  • პროექტების მომგებიანობის, თვითღირებულებისა და ფულადი ნაკადების ანალიზი;
  • სამშენებლო პროექტების ფინანსური რისკების შეფასება და მათი შემცირების მექანიზმების შემუშავება;
  • ახალი პროექტებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების ფინანსური მოდელირება და შეფასება;
  • ბიზნეს-გეგმების, ფინანსური პროგნოზებისა და მენეჯმენტისთვის საჭირო ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
  • კონტრაქტებისა და სახელშეკრულებო პირობების ფინანსური შეფასება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ფულადი ნაკადების მართვა;
  • კომპანიის ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა;
  • არაეფექტური და გაუმართლებელი ხარჯების იდენტიფიცირება და პრევენცია;
  • ფინანსური კონტროლის შიდა მექანიზმების განვითარება და გაუმჯობესება;
  • ფინანსურ დეპარტამენტის და მათ შორის ბუღალტერისს მართვა;
  • კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანალიზისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ფინანსების და ეკონომიკის მიმართულებით უმაღლესი განათლება;
  • სამშენებლო სექტორში ფინანსების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო პროექტების ბიუჯეტირებისა და ხარჯების კონტროლის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ფინანსური ანალიზისა და პროგნოზირების ძლიერი უნარები;
  • პროექტების მომგებიანობისა და თვითღირებულების შეფასების გამოცდილება;
  • Excel-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგებისა და საბაზისო საბუღალტრო პროცესების კარგი ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
  • ინგლისური ენის ცოდნა

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!