ვაკანსია: HR მენეჯერი
კომპანია: "ჰიტეკო ჯგუფი"
სექტორი: სამშენებლო
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება : 3000 ლარი (Net)
"ჰიტეკო ჯგუფი " ეძებს გამოცდილ HR მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომპანიის ორგანიზაციულ განვითარებაში.
ეს პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, სადაც HR მენეჯერი უნდა მართავდეს როგორც სათავო ოფისის თანამშრომლებს, ისე სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებულ პერსონალს, სხვადასხვა პროფილის მუშაკებს, ტექნიკურ სპეციალისტებსა და მენეჯერულ რგოლს.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის HR სტრატეგიისა და ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
- თანამშრომელთა შერჩევის, დაქირავებისა და ადაპტაციის პროცესის სრული მართვა;
- სხვადასხვა პოზიციისთვის კანდიდატების მოძიება და შერჩევა, მათ შორის სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული სამუშაო და ტექნიკური პერსონალის მიმართულებით;
- ვაკანსიების დაგეგმვა კომპანიის მიმდინარე და სამომავლო პროექტების საჭიროებების შესაბამისად;
- თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;
- კარიერული განვითარების, პროფესიული ზრდისა და შიდა დაწინაურების პროცესების მართვა;
- შრომითი ხელშეკრულებების, HR დოკუმენტაციისა და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
- შრომის კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- დასწრების, სამუშაო გრაფიკების, შვებულებებისა და სხვა HR პროცესების კონტროლი;
- თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პროცესში ფინანსურ და ბუღალტრულ გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
- სამშენებლო ობიექტების ხელმძღვანელებთან და მენეჯერებთან თანამშრომლობა პერსონალთან დაკავშირებული საკითხების ეფექტურად გადასაჭრელად;
- HR პროცესების ოპტიმიზაცია და შესაბამისი ციფრული ინსტრუმენტების დანერგვა;
- ხელმძღვანელობისთვის HR ანალიტიკისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- თანამშრომელთა ბრუნვის, ვაკანსიების, დაქირავების, შენარჩუნებისა და სხვა HR მაჩვენებლების ანალიზი;
- კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურისა და სამუშაო პროცესების განვითარების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან შესაბამისი მიმართულებით;
- HR მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სამშენებლო, დეველოპერულ ან მსგავს სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- თანამშრომელთა შერჩევისა და რეკრუტინგის სრული ციკლის მართვის გამოცდილება;
- შრომითი კანონმდებლობისა და HR ადმინისტრირების კარგი ცოდნა;
- პერსონალის მართვისა და შეფასების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- HR დოკუმენტაციის წარმოებისა და ორგანიზების გამოცდილება;
- Excel-ისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა;
- SelfHR პლატფორმაში მუშაობის გამოცდილება;
- შრომის ინსპექციასთან მუშაობის გამოცდილება;
აუცილებელი უნარები :
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- კანდიდატების შეფასებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- მაღალი დონის ორგანიზებულობა და დროის მართვა;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
- კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობისას დისკრეციისა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
.