ადმინისტრაციული მენეჯერი
18-05-2026 - 18-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

„ჰიტეკო ჯგუფი“ ფუნქციონირებს 2018 წლიდან და ეწევა სამშენებლო საქმიანობას.

ჩვენი მთავარი მიზანია, პროფესიონალი და ორგანიზებული გუნდის მეშვეობით, ყველა პროექტი შესრულდეს უმაღლესი ხარისხით და შეთანხმებულ ვადებში.

 

  • სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00 საათიდან 18:00 საათამდე)
  • ლოკაცია: თბილისი
  • ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)

 

პოზიციის მიზანი

ოფისის ადმინისტრაციული და ოპერაციული პროცესების ეფექტურად მართვა, დოკუმენტაციის სწორად ორგანიზება და კონტროლი, სახელმწიფო უწყებებთან და შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია, ასევე კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება;
  • დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება და დაარქივება;
  • სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან (მერია, საგადასახადო და სხვ.) კომუნიკაცია და საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება;
  • ელექტრონული დოკუმენტების ატვირთვა და მართვა;
  • ხელშეკრულებებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადებაში დახმარება;
  • იურისტთან და სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
  • პარტნიორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • ოფისის ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო ან იურიდიულ სფეროში);
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური/რუსული – უპირატესობა);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Google Workspace,ელ.ფოსტა);
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები;
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!