სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ფორდის მძღოლის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
„ჰიტეკო ჯგუფი“ ფუნქციონირებს 2018 წლიდან და ეწევა სამშენებლო საქმიანობას.
ჩვენი მთავარი მიზანია, პროფესიონალი და ორგანიზებული გუნდის მეშვეობით, ყველა პროექტი შესრულდეს უმაღლესი ხარისხით და შეთანხმებულ ვადებში.
პოზიციის ძირითადი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო მასალებისა და ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვა;
- ტვირთის შეთანხმებულ სამშენებლო ობიექტებზე დროულად მიტანა;
- ავტომობილის ტექნიკური გამართულობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
- საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფორდის ავტომობილის მართვის მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება;
- შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის უნარი.