სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
„ჰიტეკო ჯგუფი“ ფუნქციონირებს 2018 წლიდან და ეწევა სამშენებლო საქმიანობას.
ჩვენი მთავარი მიზანია, პროფესიონალი და ორგანიზებული გუნდის მეშვეობით, ყველა პროექტი შესრულდეს უმაღლესი ხარისხით და შეთანხმებულ ვადებში.
- სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00 საათიდან 18:00 საათამდე)
- ლოკაცია: თბილისი
- ანაზღაურება: 3000 ლარი (NET)
პოზიციის მიზანი
კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, სამართლებრივი რისკების ეფექტურად მართვა და კომპანიის ინტერესების დაცვა როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ასევე სასამართლო და ადმინისტრაციულ დავებში. იურისტი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სამართლებრივი პროცესების გამართულ ფუნქციონირებაზე, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და კომპანიის წარმომადგენლობაზე ყველა შესაბამის ინსტანციაში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობის სრული სამართლებრივი მხარდაჭერა;
- ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება, ანალიზი და სამართლებრივი შეფასება;
- სარჩელების, შესაგებლების, საჩივრების, განცხადებებისა და სხვა საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება;
- კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში ყველა ინსტანციაში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სახელმწიფო უწყებებთან;
- სასამართლო დავებისა და იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროში დავების მართვა და საქმის წარმოების პროცესის კოორდინაცია;
- სამშენებლო და დეველოპერულ საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული რეკომენდაციების მომზადება;
- პარტნიორებთან, კონტრაქტორებთან და დამკვეთებთან სამართლებრივი კომუნიკაციის წარმოება;
- კომპანიის შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციისა და პროცედურების შემუშავება/განახლება;
- მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- მენეჯმენტისა და თანამშრომლებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ( სამოქალაქო/ადმინისტრაციული) ;
- საპროცესო და სახელშეკრულებო სამართალში მუშაობის გამოცდილება;
- სამართლებრივი დოკუმენტაციის დამოუკიდებლად მომზადების მაღალი უნარი;
- სამშენებლო/დეველოპერულ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური და სამართლებრივი აზროვნება;
- მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდთან ეფექტურად მუშაობის უნარი.