გეოდეზისტის დამხმარე
07-07-2026 - 07-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის დამხმარის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

„ჰიტეკო ჯგუფი“ ფუნქციონირებს 2018 წლიდან და წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა მასშტაბის სამშენებლო პროექტებს.

ჩვენი მიზანია პროფესიონალური, პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული გუნდის მეშვეობით ყველა პროექტი შესრულდეს უმაღლესი ხარისხით, უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვითა და შეთანხმებულ ვადებში.

პოზიციის ძირითადი ინფორმაცია

სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00 – 18:00)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (სამშენებლო ობიექტები)
სახელფასო განაკვეთი: 800-1000 ლარი (Net)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება გეოდეზიის, მშენებლობის ან საინჟინრო მიმართულებით;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გეოდეზიურ სფეროში;
  • გეოდეზიური ხელსაწყოების (ტაქეომეტრი, GPS) გამოყენება
  • სამშენებლო ნახაზებისა და ტოპოგრაფიული გეგმების წაკითხვის უნარი სასურველია;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
  • პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სამუშაო პროცესის მიმართ.

ძირითადი მოვალეობები

  • გეოდეზისტის დახმარება სამშენებლო ობიექტზე აზომვითი და მონიშვნის სამუშაოების შესრულებისას;
  • საპროექტო ნიშნულებისა და ღერძების გადატანაში მონაწილეობა;
  • გეოდეზიური ხელსაწყოების მომზადება, გამართვა და უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
  • საველე გაზომვების პროცესში მონაცემების დაფიქსირება და აღრიცხვა;
  • შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის კონტროლში მონაწილეობა საპროექტო დოკუმენტაციასთან მიმართებით;
  • გეოდეზიური ინვენტარის მოვლა-პატრონობა;
  • გეოდეზისტის უშუალო ხელმძღვანელობით სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.

აუცილებელი უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოტივაცია პროფესიული განვითარების მიმართ.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!