სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის დამხმარეს პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
„ჰიტეკო ჯგუფი“ ფუნქციონირებს 2018 წლიდან და ეწევა სამშენებლო საქმიანობას.
ჩვენი მთავარი მიზანია, პროფესიონალი და ორგანიზებული გუნდის მეშვეობით, ყველა პროექტი შესრულდეს უმაღლესი ხარისხით და შეთანხმებულ ვადებში.
პოზიციის ძირითადი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00 საათიდან 18:00 საათამდე)
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო;
- სახელფასო განაკვეთი: 1500 ლარი (გამოსაცდელი ვადით)
მოთხოვნები:
- სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით უმაღლესი განათლება სასურველია
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე
- კონსტრუქციული პროექტების წაკითხვისა და გაანალიზების უნარი
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო მასალების რაოდენობისა და სპეციფიკაციების კონტროლი;
- ობიექტზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი;
- შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (ჟურნალი, ტაბელი და სხვ.)
- ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვა
- სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის მითითებით
აუცილებელი უნარები:
- ყურადღება დეტალების მიმართ
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი
- ინტენსიური სამუშაო რეჟიმის პირობებში მუშაობის უნარი
- პრაქტიკული ინიციატივა და მოტივირებული მიდგომა