სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი
24-08-2026 - 24-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

ვაკანსია: სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი

სექტორი: სასტუმრო / ჰოსპიტალითი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება : 1500 ლარი + ბონუსი

 

პოზიციის შესახებ:

სასტუმრო "სფლენდიდ თბილისი" ეძებს აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იზრუნებს სასტუმროს ნომრების გაყიდვების ზრდაზე, ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოზიდვაზე და არსებული პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე.

თქვენი მთავარი მიზანი იქნება სასტუმროს დატვირთულობისა და გაყიდვების ზრდა, როგორც ინდივიდუალური სტუმრების, ისე ტურისტული სააგენტოების, კორპორატიული კლიენტებისა და დიდი ჯგუფების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები :

  • სასტუმროს ნომრების გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • ახალი კლიენტებისა და გაყიდვების არხების მოძიება და განვითარება;
  • ტურისტულ სააგენტოებთან და ტუროპერატორებთან აქტიური თანამშრომლობის ჩამოყალიბება და განვითარება;
  • კორპორატიულ კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყება და სასტუმროს შეთავაზებების წარდგენა;
  • ახალი პარტნიორების მოძიება, კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
  • არსებული კლიენტებისა და პარტნიორების შენარჩუნება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება;
  • სასტუმროს ტარიფების, სპეციალური შეთავაზებებისა და პაკეტების გაყიდვების მიზნით გამოყენება;
  • booking.com-ზე და სხვა ონლაინ გაყიდვების არხებზე მუშაობა, ჯავშნების მართვა და გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • ონლაინ პლატფორმებზე სასტუმროს გაყიდვების შედეგების მონიტორინგი;
  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა მოთხოვნის ანალიზი;
  • გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • სასტუმროს დატვირთულობის გაზრდის მიზნით ახალი იდეებისა და გაყიდვების არხების ინიცირება;
  • სასტუმროს რეპუტაციისა და მომსახურების ხარისხის შენარჩუნებაში მონაწილეობა კლიენტებთან უკუკავშირის საფუძველზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასტუმროს გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • booking.com-თან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია;
  • ტურისტულ სააგენტოებთან და ტუროპერატორებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • ჯგუფური და კორპორატიული ჯავშნების მოზიდვის გამოცდილება;
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები;
  • ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიებისა და მოზიდვის გამოცდილება;
  • სასტუმროს გაყიდვების არხებისა და ჰოსპიტალითი ინდუსტრიის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!