ბუღალტრის დამხმარე
25-08-2026 - 25-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

"ჰიტეკო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას “ბუღალტრის დამხმარეს” პოზიციაზე

კომპანია: ჰიტეკო ჯგუფი
სექტორი: სამშენებლო
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: 2500 ლარი

ჰიტეკო ჯგუფი არის დინამიურად განვითარებადი სამშენებლო კომპანია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის პროექტებს. ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და აღრიცხვა;
  • სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების მომზადება/კონტროლი;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა;
  • სამშენებლო მასალებისა და სხვა მარაგების მოძრაობის აღრიცხვაში მონაწილეობა;
  • საბანკო ოპერაციების დამუშავება და კონტროლი;
  • შიდა გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვაში მონაწილეობა;
  • ORIS-ის საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა და მონაცემების ასახვა;
  • ge-სა და სხვა საჭირო სისტემებში მუშაობა;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება;
  • საჭირო რეპორტებისა და მონაცემების მომზადება;
  • მთავარი ბუღალტრის ყოველდღიური სამუშაო პროცესების მხარდაჭერა;
  • სხვა მიმდინარე საბუღალტრო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • ORIS-ის საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია;
  • ბუღალტრის დამხმარედ ან ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Excel-ის კარგი ცოდნა;
  • სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!